სიძულვილის ენაც გამოხატვის თავისუფლებაა, პრობლემაა ის, რომ სიძულვილის ენა ფინანსდება აშშ-ის მიერ და აშშ-ის ხალხის სახელით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამერიკელი ხალხის ინტერესში არ შედის, სიძულვილის ენა მათი გადასახადებიდან ფინანსდებოდეს.
„სიძულვილის ენა, რადიკალიზმი და ანტიეკლესიური რადიკალიზმი, ასევე მტრული რიტორიკა პრობლემად იქცევა ხოლმე მაშინ, როდესაც ეს შეიძლება, ყოფილიყო დაკავშირებული რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტთან ან დაფინანსებულია გარედან. ამიტომაც, თავისთავად, ბექა მინდიაშვილი, შეუძლია, იყოს ისეთი მოძულე, როგორიც მას სურს, ეს მისი სრული თავისუფლებაა, მაგრამ, ამაში როდესაც იხარჯება ამერიკელი ხალხის ფული, სწორედ ეს არის პრობლემა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი ხალხის ინტერესში საერთოდ არ შედის, სიძულვილის ენა ფინანსდებოდეს მისი გადასახადებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.