პრობლემა არ არის იმაში, როგორი სტრუქტურა აქვთ, როგორ გადაჯგუფდებიან, პრობლემა არის მათ ფილოსოფიაში. ის პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ, როგორ შეიძლება, რა მოლოდინი აქვთ საერთოდ, რომ ხმას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეებისგან. როდესაც საქართველოს მოქალაქეები ხედავენ, რომ მათ კუთვნილ ტელევიზიებს შობის საღამოს გაჩაღებული ჰქონდათ მრევლის შევიწროების კამპანია და ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია. როცა ხედავენ, რომ ყველა მათი ნაბიჯი მიმართულია საქართველოს ეროვნული და მათ შორის, უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ, შანსები როგორც არ ჰქონდათ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ასე არ ექნებათ რა თქმა უნდა, შემდგომშიც" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ 60 პროცენტს აიღებს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე მიუთითებს ბოლო პერიორდში ჩატარებული კვლევები.
„ნახეთ ნებისმიერი კვლევა, თანაფარდობა „ქართულ ოცნებასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და ნახავთ, რომ ზუსტად ამ თანაფარდობის ამსახველია. ყველა კვლევა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა, აჩვენებს ზუსტად ამ ტენდენციას, თანაფარდობას. რა ჰგონია ოპოზიციას, ეს მიკვირს. რას სთავაზობს ოპოზიცია ქართველ ხალხს. რა მოუტანა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს – მოუტანა ეკონომიკური წინსვლა, უსაფრთხოების დაცვა და დღეს ვხედავთ კიდევ დამატებითი კონფლიქტები წარმოშობა ჩვენს გარშემო და საქართველო რჩება კვლავ ოაზისად, რომელიც ინარჩუნებს სათანადო დონეზე სიმშვიდეს, რომელიც საჭიროა ეკონომიკური განვითარებისთვის. მოუტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი და ყველა ის სიკეთე, სოციალური, თუ ეკონომიკური, თუ უსაფრთხოების საკითხებში რაც არის.
რას სთავაზობს ოპოზიცია და რას სთავაზობდნენ აქამდე – სთავაზობდნენ, რომ ისინი ჩაერთვებიან ფაქტობრივად რუსეთთან ომში. მათი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ მიევლინათ საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში საომრად და ამით ჩართულიყვნენ ომში. ისინი რასაც გააკეთებდნენ პირველი, იქნებოდა, რომ დაუწესებდნენ სანქციებს რუსეთს, ჩაკეტავდნენ საზღვრებს, ყველაფერს გააჩერებდნენ, რაც დადასტურებულად ვიცით, ციფრებით დათვლილი არის, რომ იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი საქართველოსთვის. არც ერთ ქვეყანას არ ჩაუკეტავს სრულად ვაჭრობა რუსეთთან. პირიქით, მოუმატეს და შეხედეთ, ბალტიის ქვეყნები ჩვენზე მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში. ბალტიის ქვეყნები, რომლებსაც საერთოდ ღვინის წარმოება არ აქვთ. არც ერთ ქვეყანას არ ჩაუკეტავს. ჩვენი ოპოზიცია კი აპირებდა, რომ სრულად დაეხურა ვაჭრობა რუსეთთან და ეკონომიკური კოლაფსი ჩაერთოთ. ის 40%-იც მე მგონი სამადლოა მათთვის, რომ 40% მიიღონ ჯამში. ესეც გასაკვირი იქნება, რომ საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც საქართველოს რთავდა რუსეთთან ომში და ეკონომიკურ კოლაფსში აყენებდა ქართველ ხალხს. როგორ შეიძლება მათ იმედი ჰქონდეთ, რომ მხარდაჭერა ექნებათ მოქალაქეების.
რაც შეეხება კონკრეტულ კვლევას, ყველა კვლევა აიღეთ, რა თანაფარდობები არის ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ყველა კვლევა, რომელიც თქვენ მოგესურვებათ. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ კეზერაშვილის შეკვეთით კვლევას მაინც და მაინც ნუ ენდობით, წინსვლაც რომ იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.