არანაირი „ყველა“, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე – ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არდაგმობის რეალური მიზეზი.

„ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი, უყოყმანოდ დაგმოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა. არანაირი „ყველა“, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე – ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები. მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არდაგმობის რეალური მიზეზი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.