ხელისუფლებაში ცდილობენ ზურაბიშვილს აუწიონ ევროპა-ამერიკაში იმიჯი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი შეძლებს ააცილოს თავიდან ბიძინა ივანიშვილს გარდაუვალი სანქციები, რომელიც მას ყოველ წუთს ელოდება - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ოლიგარქის მარიონეტულ თეატრში იდგმება მორიგი სპექტაკლი, სახელწოდებით - პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომლის მიზანია პრორუსულად აღიარებული ქოცური ოცნება პრეზიდენტს ვითომდა დაუპირისპირონ. ამით ზურაბიშვილს აუწიონ ევროპა-ამერიკაში იმიჯი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი შეძლებს ააცილოს თავიდან ბიძინა ივანიშვილს გარდაუვალი სანქციები, რომელიც მას ელოდება ყოველ წუთს და ყოველ წამს. იმედია, საღად მოაზროვნე  ადამიანები ამ აბსურდის თეატრს არ დაიჯერებენ“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის  იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება