ოპოზიციას ორი წელია დავდევ, ვაშინგტონში ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნას ხელი მოაწერონ, არ უნდათ, უფრთხილდებიან ბელადს - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროდ და საუბედუროდ „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა მე ოპოზიციას ვერ ვხედავ. თუ ვხედავ, ვხედავ ქოცების გვერდით, მათი რეჟიმის გვერდით, ზომიერი განცხადებებით, იმ დონეზე, რომ არცერთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას ხელი არა აქვს მოწერილი, ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზე ვაშინგტონში, იმდენად უფრთხილდებიან ბელადს. ორი წელია დავდებ მათ, მათ შორის იმ ფორმატში, რომელიც გვქონდა და დაშალეს და მათ შორის შემდგომ ისეთი ფორმატებით, რაც მათთვის ცნობილი იყო, არ აწერენ ხელს. არის ოპოზიცია ხალხნო?! რის ოპოზიციაზეა საუბარი. ელისაშვილი რასაც უჭერს მხარს იმას ფიქრობს ივანიშვილი. ეს ხომ იცის მთელმა საქართველომ“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.