იცოდით, რომ თქვენს მიერ პრეზიდენტად დასმული ზურაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურთა აგენტი იყო მეტსახელით - стрекоза?  - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვეკითხები კობახიძეს - თუ იცოდით,რომ თქვენს მიერ პრეზიდენტად დასმული ზურაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურთა აგენტი იყო მეტსახელით - стрекоза, რატომ ჩააბარეთ უმაღლესი თანამდებობა ქვეყანაში და თქვენ ამ შემთხვევაში  რუსეთის უფრო მაღალჩინოსანი აგენტები ხომ არ გამოდიხართ?“ - წერს შალვა ნათელაშვილი.