2025 წლის 23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პეტერ სიიარტოს შეხვდა
.
მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ-ექსპერტულ დონეზე. აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ ერთობლივ მუშაობას ამ მიმართულებით.
ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკის გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.