საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების (UNGA) მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ასევე, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში და მინისტრის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში.