"შესაძლოა, ჩვენ არ დაგვინახავს ეს, შესაძლოა, მე არ დამინახავს ეს საკმარისად ნათლად, „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც დაიწყო 2019 წლის გავრილოვის ინციდენტით, როდესაც ეს რუსი მიიწვიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რაც იყო ძალიან უცნაური და გამოჩნდა, როგორც ინციდენტი. შემდეგ იყო „კოვიდი“ და ეს მივიწყებას მიეცა." - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„შესაძლოა, ჩვენ არ დაგვინახავს ეს, შესაძლოა, მე არ დამინახავს ეს საკმარისად ნათლად, „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც დაიწყო 2019 წლის გავრილოვის ინციდენტით, როდესაც ეს რუსი მიიწვიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რაც იყო ძალიან უცნაური და გამოჩნდა, როგორც ინციდენტი. შემდეგ იყო „კოვიდი“ და ეს მივიწყებას მიეცა. თუმცა, შემდეგ მივედით შარლ მიშელის დოკუმენტის უარყოფამდე, რაც იყო იმ რეფორმებისგან გადახვევის და სხვა მიმართულებით წასვლის ბევრად ნათელი ნიშანი, რომლის გატარებასაც ევროკავშირის ითხოვდა. შემდეგ დადგა 2022 წლის თებერვალი და უკრაინის ომი. 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის აგრესია, 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრი მიდის საქართველოს 1921 წლის რუსეთის ოკუპაციის მონუმენტთან და იქ აცხადებს, რომ საქართველო არ აპირებს ჩაერთოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, აღნიშნულ დროს სანქციები ჯერ არ არის დაწესებული. შემდეგ გაგრძელდა 2023 წლის პირველი „რუსული კანონით“, რუსეთთან ფრენების აღდგენით, რუსული რიტორიკით მრავალ საკითხზე, უკრაინის შესახებ, პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს ნატო-ს ომის გახანგრძლივების პროვოცირებაში, თუ არა ომის დაწყებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ.
„2024 წელს იყო მეორე რუსული კანონი და რუსული რიტორიკა ახალ სიმაღლეებზე ადის საქართველოს ერთპიროვნული მმართველის, ბატონი ივანიშვილის სიტყვით გამოსვლით, რომელიც საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე, ადანაშაულებს ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან თითქმის ყველაფერზე პასუხისმგებლები. ეტაპობრივად, ამ რუსული თუ ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ლგბტ თემაზე ბრალდებებით, რომ ევროპა და ამერიკა წაგვართმევენ ჩვენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს, რაც ბევრ თქვენგანს მოგისმენიათ სხვა ქვეყანაში, რომელიც საქართველოდან ჩრდილოეთით მდებარეობს, რუსული სახელმწიფოს შენება მიმდინარეობს ეტაპობრივად, თუმცა მტკიცედ. ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ. პარლამენტი, მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ახალი როლით, ეროვნული ბანკი, ანტიკორუფციული ბიურო, რეფორმირებული საპენსიო ფონდიც კი, მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც სრულად და მთლიანად კონტროლის ქვეშ არის ქვედა ინსტანციიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.