2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ერთი წლის მანძილზე კი ერთი პარტიის ლიდერებმა ყველა ნაბიჯი გადადგეს ამის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირისკენ სვლის გზაზე ქართველები არ დანებდებიან.
„2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ერთი წლის მანძილზე, ერთი პარტიის ლიდერებმა, ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგეს ევროკავშირისკენ სვლის წინააღმდეგ და საბოლოოდ შეაჩერეს კიდეც ის. კანონის კანონზე მიღებით, საქართველო რუსეთს ემსგავსება, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში