სასწრაფოდ მოვუწოდებ პარტნიორებს, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რეპრესიები საქართველოში – სასწრაფოდ მოვუწოდებ პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ, რომ კრიზისის და არასტაბილურობის გაღრმავება აღკვეთონ, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს. ნუ დააგვიანებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.