საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩთან, ჰადას მეიცადთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს, შეშფოთება და მწუხარება გამოვხატო ისრაელის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების გამო. ამ რთულ დროს ქართველი ხალხი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.