საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ერს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს:

"ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, მეგობარ ებრაელ ერს მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც რწმენის სიმტკიცის ამ დღესასწაულს ხვდება იქ, სადაც დღეს განსაცდელია, იქ, სადაც დღეს მშვიდობისთვის ბრძოლა უწევთ." - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.