გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას - ახალი წლის დადგომას. ეს დღე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს შექმნას, თითოეული ებრაელისათვის არის განვლილი წლის შეჯამებისა და მომავლის იმედის დღესასწაული - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში:
გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას - ახალი წლის დადგომას. ეს დღე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს შექმნას, თითოეული ებრაელისათვის არის განვლილი წლის შეჯამებისა და მომავლის იმედის დღესასწაული. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს - ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, რომლებთანაც მრავალი საუკუნის ძმური თანაცხოვრება გვაკავშირებს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, დაე, ეს წელი თითოეული თქვენგანისა და მთელი მსოფლიოსათვის იყოს მშვიდობის, სიკეთის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი.