ლაზარე გრიგორიადისი მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას, რუსულ ოცნებას რუსული კანონის მიღება რომ არ გადაეწყვიტა, - ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ლაზარე გრიგორიადისი მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას, რუსული კანონის მიღება რომ არ გადაეწყვიტა რუსულ ოცნებას.
არ დაგვავიწყდეს ეს“,- წერს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.