რუსული სიბნელის გაპროტესტების არანაირი ფორმა არ უნდა განკიცხოს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ სიბნელეს ებრძვის,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ ორი დღიდან დასკვნა ერთია-რუსული სიბნელის გაპროტესტების არანაირი ფორმა არ უნდა განკიცხოს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ სიბნელეს ებრძვის.
ნატა ფერაძეს გუშინ მხოლოდ მხარდაჭერა სჭირდებოდა ბნელების თავდასხმისგან დასაცავად, რომლებიც დღეს საპატრიარქომაც თავის ადგილას დააყენა“, - წერს სამადაშვილი.
გუშინ აქტივისტ, ნატა ფერაძის სახლთან „ალტ ინფოს“ აქცია გამართეს, სადაც იოსებ სტალინის გამოსახულებით სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატზე საღებავის შესხმა გააპროტესტეს.
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. - სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას