ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში არეულობა და რადიკალიზაცია სურს, რუსული დავალებების შემსრულებელი საოკუპაციო რეჟიმია, რუსული ოცნების სახით. - ამის შესახებ "ლელოს" დეოუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის ჩამოსვლას.
"რატომ არ აფრთხილებს მთავრობა რუსულ გემს, რომ არ ღირს ბათუმში გაჩერება, შექნილი ვითარების გამო?
ზუსტად იმავე ლოგიკით, რომლითაც გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, გავრილოვი ჩასვა კობახიძემ მის სავარძელში; იგივე ლოგიკით, რომლითაც დაჩქარებული წესით მიიღეს რუსული კანონი...
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში არეულობა და რადიკალიზაცია სურს, რუსული დავალებების შემსრულებელი საოკუპაციო რეჟიმია, რუსული ოცნების სახით."