აშშ-ს ელჩისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებების მოსმენის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ორ სხვადასხვა შეხვედრაზე იყო საუბარი, - ეს განცხადება “ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ამ რეფორმის გარეშე ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი არ გაიხსნება. ამას რომ ჰქონოდა მართლა სტრატეგიული მოკავშირისა და არა შალვა პაპუაშვილის პასუხი, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ეთქვა, რომ ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ დასანქცირებული მოსამართლეების საქმიანობის გამოძიებას და იმ ნაბიჯების გადადგმას, რასაც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ელიან.
ამის ნაცვლად მოვისმინეთ ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა... შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მოქალაქის ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია რამდენჯერმე დაარღვია, ხოლო დღეს განაცხადა, რომ თურმე აშშ-ს სუვერენული უფლების გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილება, რომ კორუმპირებული მოსამართლეები საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვას, არის ამ ხალხის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დარღვევა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.