სალომე სამადაშვილის განცხადებით ვაშინგტონში ივანიშვილის დასანქცირებაზე პოლიტიკური შეთანხმება უკვე არსებობს, უბრალოდ ეს არჩევნებამდე მოხდება და თუ მას შემდეგ, ამაზე მიდის დისკუსია.
"ივანიშვილის დასანქცირებაზე პოლიტიკური შეთანხმება უკვე არსებობს, ერთადერთი დისკუსია, რაც ვაშინგტონში მიმდინარეობს ესაა, როდის უნდა დასანქცირდეს ის.
არსებობს აზრი, რომ ივანიშვილის კიდევ მიეცეს შანსი, შეეგუოს გარდაუვალ მარცხს, რომელიც მას 26 ოქტომბერს ელოდება, და დაუტოვონ გზა, თავი აარიდოს სანქციებს, და ასევე , არსებობს აზრი - იმისთვის, რომ ივანიშვილმა არც კი იფიქროს და გაბედოს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, საჭიროა მისი სანქცირება არჩევნებამდე“, - განაცხადა სამადაშვილმა.