ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ ქართულ ოცნებას, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით, - წერს “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი, სოციალურ ქსელში. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უკრაინის პრეზიდენის მოსაზრებაზე იქნება დამოკიდებული.
“ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ ქართულ ოცნებას, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით. ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებენ, გეოპოლოტოკური მოსაზრებით ეგება გავძვრეთო-ზოგს მაინც ეიმედება სტატუსის მიღება. გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება-ბრიყვია. და თუ ბრიყვი არ ხარ, ეს გესმის და მაინც აგინებ იმ კაცს, მაშინ რატომ გწყინს 'რუსულ ოცნებას' რომ გეძახიან?” - წერს სამადაშვილი Facebook-ზე.