ვისაც ტრამპზე თავდასხმა გაუხარდა, ეს “ქართული ოცნებაა”, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
ვისაც ტრამპზე თავდასხმა გაუხარდა, ეს “ქართული ოცნებაა”. ჯერ ამერიკაშიც კი ვერ დაუდგენიათ, თუ რა იყო თავდასხმის მოტივი ამ 20 წლის ბიჭის მხრიდან, რა წარსული ჰქონდა და იყო თუ არა ადეკვატური დანაშაულის ჩადენისას, საქართველოს ხელისუფლებამ კი ამ შიდა ტერორისტული აქტით გლობალური ომის პარტიის არსებობა დაამტკიცა და ეს ბიჭიც მის წევრად თუ მის მიერ მართულად გამოაცხადა. უფრო შორსაც წავლენ, თბილისში ბუშზე თავდასხმის მცდელობასაც მასონებისა და გლობალური ომის პარტიის ნამოქმედარად გამოაცხადებენ. უზნეო ადამიანები ამერიკის პრეზიდენტზე თავდასხმასაც კი საარჩევნო პროპაგანდისათვის და ანტიდასავლური კამპანიისათვის იყენებენ.