ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისაკენ მიაქანებს, უნდა მოვისროლოთ პოლიტიკურ სანაგვეზე. არ მოიწყენენ მარტო-ორბანებიც და ლე პენებიც მათ გვერდით იქნებიან. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მიუხედავად სანქციებისა, დახმარებების შეწყვეტისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა, კვლავ განაგრძობს “ქართული ოცნება” ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმას. თურმე, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს თუ მინისტრს, ვინმე მონას დაუძახებს, ეს დასავლეთის ბრალი ყოფილა. ასე არაადეკვატურად გამოეხმაურა ერთ-ერთ მინისტრთან დაკავშირებულ ინციდენტს პარლამენტის თავმჯდომარე. კერძოდ, დასავლელ დიპლომატებს დასდო ბრალი, რადგან თურმე ისინი “ენჯეობს” აფინანსებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ხაზგასმულად “ენჯეოებად” მოხსენიაც, მათი მიმართ გამოყენებული ენის კნინობითი ფორმაა.
“ქართული ოცნება” სიტყვასიტყვით იმეორებს პუტინის რუსეთის პროპაგანდისტულ, ანტიდასავლურ თეზისებს.
კოლექტიური დასავლეთი ანუ ძირმომპალი დასავლეთი, დასავლეთის სამყარო, გლობალური ომის პარტია და ა. შ. რუსული პროპაგანდისტული კლიშეებია. დამპალი დასავლეთი, როგორც იდეოლოგირი კლიშე, ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში გაჩნდა რუსეთში სლავიანოფილებისა და მედასავლეთეების პოლემიკაში. საბჭოთა პერიოდში დასავლეთის სამყაროს ღირებულებების მოწინააღმდეგეები კიდევ უფრო ინტენსიურად იყენებდნენ ამ ცნებებს, როგორც პროპაგანდისტული ომის საშუალებას.
ძირმომპალი კაპიტალიზმი, გარყვნილი დასავლეთი, იმპერიალიზმი, როგორც ლპობადი კაპიტალიმი და ა. შ. დღეს უფრო დახვეწილი, “კოლექტიური დასავლეთის” ცნებით მოგვევლინა, რომლის აგრესიული ნაირსახეობა “ქართული ოცნებისათვის” ეგზომ საყვარელი “გლობალური ომის პარტიის” ცნება გახდა.
ქართული ოცნება სინამდვილეში რუსული ოცნებაა, თავისი რუსული საკანონმდებლო ინიციატივებითა და იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით.
ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისაკენ მიაქანებს, უნდა მოვისროლოთ პოლიტიკურ სანაგვეზე. არ მოიწყენენ მარტო-ორბანებიც და ლე პენებიც მათ გვერდით იქნებიან."