ფაქტობრივად, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია არც კი დაუწყია და საუკეთესო შემთხვევაში ეს აგვისტოს შუა რიცხვებიდან შეიძლება მოხდეს, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"კარგია, რომ ოპოზიციის გამსხვილების პროცესი დაიწყო, თუმცა ჯერ კვლავაც გაურკვეველია, რა ფორმას მიიღებს საბოლოოდ ოპოზიციური ფლანგი.
გაერთიანებების პროცესი ჯერ კიდევ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ხასიათს ატარებს და ნაკლებ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო კამპანიაზე. ფაქტობრივად, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია არც კი დაუწყია და საუკეთესო შემთხვევაში ეს აგვისტოს შუა რიცხვებიდან შეიძლება მოხდეს.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს სალომე ზურაბიშვილმა. მან უნდა წამოიწყოს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია. ეს ლოგიკურიცაა, რადგან პრეზიდენტს უკვე პარლამენტი ირჩევს. ეს ოპოზიციურ ფლანგსაც გამოაცოცხლებს და მინავლებული “ქარტიის” იდეებსაც."