მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს, - განაცხადა „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული „ქარდების“ შეფასებისას.
„აქვს თუ არა ზემოქმედების ეფექტი საზოგადოებაზე? - აქვს. „ქართული ოცნება” ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა. პირველად ვეთანხმები “ქართულ ოცნებას” - ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ. დიახ, ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა“, - აღნიშნა გოცირიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის ე.წ. ქარდებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში მორიგი "ქარდი" გამოაქვეყნა, სადაც წერია: „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.