ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. მისი შეფასებით, მოლაპარაკება გიორგი გახარიამ ჩაშალა.

რა დასკვნა გამოვიტანეთ ორი ბრიფინგიდან:

1. გახარიამ ჩაშალა მოლაპარაკება.

2. არარეალისტურია და ფაქტობრივად შეუძლებელი შესასრულებლად გახარიას შეთავზება სხვა, ნეიტრალური პლატფორმის შექმნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ რომელიმე სხვა პარტიის ნომრით გასულიყვნენ არჩევნებზე. ეს ვერ ესწრება დროში როგორც იურიდიულად, ასევე ტექნიკურად:

- ამას სჭირდება თავისუფალი ნომრის მქონე პარტიის მოძებნა და მისი ყრილობის მოწვრვა ( მაგ. ბესელიას ან დავითაიას პარტიები, რომლებსაც აქვთ ვაკანტური ნომერი), ახალი პოლიტსაბჭოს შექმნა მასში გადაწყვეტილების მიმღებთა პარიტეტული შემადგენლობით,

- ამას მოჰყვება 26 სექტემბრის შემდეგ “ლელოს” მიერ სამიათასზე მეტ უბანზე წარდგენილი კომისიის წევრების უფლების გაუქმება,

- უკვე გაპიარებული 9 ნომრისთვის გაწეული სარეკლამო და სხვა დიდძალი ხარჯების წყალში გადაყრა

- ახალი ნომრის ცნობადობის ამომრჩევლამდე დაყვანის ფაქტობრივად შეუძლებლობა.

ეს იქნებოდა ერთ-ერთი უძლიერესი, თუ არა ყველაზე ძლიერი ბლოკი ოპოზიციურ ფლანგზე და დააზღვევდა ყველა რისკებს.

არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ არ ყოფილა საქართველოს არჩევნების ისტორიაში, რომ მაღალი ბარიერის შემთხვევაში ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს დაეძლიოს ბარიერი, უფრო მეტიც, 7 არჩევნებიდან სამმა პარტიამ მხოლოდ ორჯერ მოახერხა ბარიერის დაძლევა.

ისტორია ყოველთვის არ მეორდება, მაგრამ მისი ახდენის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე არახდენის. ოთხიდან ერთის ბარიერსმიღმა დარჩენა ნიშნავს ქართული ოცნების ხელისუფლებაში დატოვებას.

ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ეს ერთი თვე შეცდომებისა და არნახული შრომის თანხლებით გავიაროთ.

რაც მოხდა დღეიდანვე უნდა იქნას დავიწყებული და შეწყდეს ოპოზიციის ფლანგზე თავდასხმები (არა მხოლოდ ამ ორ მხარეს შორის).

დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობის ობიექტური დამკისრებელი არის ამომრჩეველი." - წერს რომან გოცირიძე.