პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის ირგვლივ 17 პარტიისა და 5 პოლიტიკოსის გაერთიანებას სიყალბეს უწოდებს.
„ეს არის ამორალური გაერთიანება, ვინაიდან ის ადამიანები, ვინც ერთმანეთის მიმართ ზიზღით ერთიანდებოდნენ, ახლა პოლიტიკური ინტერესებისა და დავალებების ირგვლივ გაერთიანდნენ. ფაქტია, რომ ამ ადამიანების დაპირისპირებაც და ერთიანობაც არის დაცლილი ყოველგვარი ფასეულობებისა და ღირებულებებისგან. ეს არის ყალბი. შესაბამისად, შეუძლებელია სიყალბე შედეგიანი იყოს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.