ოპოზიციას უნდოდა კრიზისი და არეულობა შემოეტანა ჩვენს ქვეყანაში, ეს ვერ შეძლეს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, კრიზისი და არეულობა შეიტანეს საკუთარ რიგებში. 

„მათ დაიმსახურეს, რომ ასეთი დაქსაქსულები იყვნენ დღეს, ვინაიდან ეს ადამიანები, თუნდაც ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ატყუებდნენ და ღალატობდნენ საკუთარ მცირერიცხოვან მხარდამჭერებსაც კი. ანუ, დაიწყეს ქვეყნის ღალატით და დაასრულეს თავიანთი ამომრჩევლის დაღალატებით“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.