საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი 11-13 ივნისს გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 17-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერო-ს ნიუ იორკის ოფისში გაიმართება.
მე-17 ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებს იონათამიშვილი სიტყვით მიმართავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან.