ხელისუფლებაში ვერც სააკაშვილი მოვა და ვერც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. ეს აგენტურა ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა. ამ ადამიანს ყველაზე მეტად რაც აწუხებს, იმას ააშკარავებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მცირე შანსი თუ მიეცემა, იმავეს გაიმეორებენ, უფრო დიდი მასშტაბებით.
„საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ ესენი არიან ფაშისტური წარმონაქმნები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკას ძალადობით, დაშინებით, წამებით ახორციელებენ. საზოგადოებამ იცის, რომ პატარა შანსი თუ მიეცემათ, იმავეს გაიმეორებენ, ოღონდ უფრო დიდი და ტრაგიკული მასშტაბებით. ამიტომ ამ აგენტურას არასოდეს ექნება შესაძლებლობა, რომ მათ ხალხმა რაიმე დონის ხელისუფლება გადასცეს, პირიქით, მათ გასამართლება მოუწევთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.