„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითონაც არ იციან, რას მოაწერეს ხელი. ეს მხოლოდ მათ უპასუხისმგებლობას და უსამშობლობას უსვამს ხაზს. - – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი ძალიან უხერხულია, რადგან მათ 20-პროცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვთ. არა ტექნიკურ მთავრობას, არამედ ლეგიტიმურ მთავრობას ხალხი დაასახელებს და ყველას მოუწევს, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცეს. შესაბამისად, ისინი ამ საუბრებით საზოგადოებას სამართლიანი, ობიექტური და მტკიცე გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ გაუადვილებენ. სინამდვილეში, ტექნიკური მთავრობა ნიშნავს საქართველოში არეულობას, ესკალაციას და პროცესების დაძაბვას. ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ისეთი მთავრობა უნდათ, რომ საქართველოს ძირი გამოუთხარონ. ამას საზოგადოება არ დაუშვებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.