გამჭვირვალობა არის თანამედროვე დემოკრატიების გამოწვევა, მათ შორის საქართველოშიც და ევროკავშირის ქვეყნებშიც, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს [გამჭვირვალობის კანონი] არის ფაქტობრივად ევროკავშირის 12 დეკემბრის დირექტივის შესრულება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, გაუგებარია, როდესაც ცალკეული საერთაშორისო აქტორები იწონებენ ამ პროექტს ევროკავშირსა და ამერიკაში და ეწინააღმდეგებიან საქართველოში. თუ ეს განპირობებულია იმით, რომ ცალკეულ დონორებს ეშინიათ იმ ინფორმაციის გაჟღერების, რომ ისინი რიგ შემთხვევაში ასპონსორებენ ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, ექსტრემიზმს, რევოლუციურ გეგმებს, ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.