საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 17-ე ასამბლეის დასკვნით დღეს აშშ-ს მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტოს საჩინ დევ პავითრანს, ტექნოლოგიების და ინფორმაციის მისაწვდომობის დირექტორს ელისონ ლევის და სახელმწიფო დეპარტამენტის შეზღუდული შესაძლებლობის მართლმსაჯულების ოფიცერს ესლან ელისონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს შშმ პირთათვის კომუნიკაციისა და ვებ-მისაწვდომობის სტანდარტებზე, კარგ საერთაშორისო პრაქტიკასა და საკანონმდებლო ჩარჩოებზე. საუბრის დროს, დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარები”, რომელიც უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გზებსა და აუცილებლობაზე.
აშშ-ს მისაწვდომობის საბჭო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო სააგენტო, რომელიც აშშ-ში ფედერალურ დონეზე უწევს კოორდინაციას შშმ პირთა ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, სერვისების, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობის საკითხებს.
საქართველოს პარლამენტის წევრთან შეხვედრა აშშ-ის მისაწვდომობის საბჭომ საკუთარ X პლატფორმაზე გაავრცელა.
During #COSP17 in New York City yesterday, the Board had an exciting meeting on our ICT #Accessibility Standards with @StateDept and @Rionatamishvil1, the Chairman of the Human Rights and Civil Integration Committee of the Parliament of Georgia! 🇬🇪 #a11y #disabilities pic.twitter.com/8zJDdNLe0Y
— U.S. Access Board (@AccessBoard) June 13, 2024