პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს. 

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მსვლელობა სწორედ 9 აპრილს იმართება.

"ამაზე მეტი სიმბოლიზმი, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ - 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!" - წერს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“