თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მოწინააღმდეგეები საპროტესტო მსვლელობა იწყება.
პროტესტანტები აცხადებენ, რომ მსგავსი კანონპროექტი რუსეთის ფედერაციაში მიიღეს, რასაც შედეგად ადამიანის უფლებების შელახვა მოყვა.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს წარმომადგენელი ეკა გიგაური აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობას არ ერიდებიან
"კანონი არის რუსული, მაგრამ გამჭვირვალობას არ ვერიდებით. ვნახოთ მერე რა იქნება, სხვა ქვეყნებში მტერი არის რუსეთი და ჩინეთი, ჩვენთან მტერი არის, როგორც ჩანს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა." - განაცხადა ეკა გიგაურმა მედიასთან.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.