ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო და მერე დარბაზშიც ვერ შემოდიან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, ოპოზიციის წარმომადგენლებისადმი მიმართვისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტელევიზიით კითხვების დასმა დააანონსეს და შემდეგ დარბაზშიც არ შესულან.
„დარბაზიდან გაქცეულებს: ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ. ნებისმიერ მოხსენებაზე დააყენებენ კორიანტელს, კითხვებს დასვამენ და შემდეგ გარბიან. თუმცა, დღეს სხვა რამეც ვიხილეთ – უკვე ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, ერთი ამბავი იქნებაო და მერე დარბაზშიც ვერ შემოვიდნენ. ესეც ვიხილეთ. რას ვიზამთ, ამით ეს ადამიანები აჩვენებენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ სახეს და არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემაა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.