„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საინფორმაციო ომი სრულად წაგებული იყო. ამათ წაკითხულიც არ აქვთ, რაზე აქვთ ხელი მოწერილი, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატებს.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების „დატოვებული მემკვიდრეობის“ მიუხედავად იუსტიციის სამინისტრომ და მისმა თანამშრომლებმა შეძლეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა დავა მოეგოთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საინფორმაციო ომი სრულად წაგებული იყო. ამათ წაკითხულიც არ აქვთ, რაზე აქვთ ხელი მოწერილი. ვინც მოაწერა, სავარაუდოდ, იმას ეცოდინებოდა.
ეს მემკვიდრეობა დატოვეს მათ და ამ ყველაფრის მერე ქართულმა სახელმწიფომ, კერძოდ იუსტიციის სამინისტრომ და ამ თანამშრომლებმა შეძლეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა დავა მოგვეგო. და დღეს რუსეთს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. ასევე განახლდა და სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ მცოცავი ოკუპაციის საქმე, თუმცა ამ ადამიანების დამოკიდებულება ყველამ მკაფიოდ ნახა და მე მხოლოდ დოკუმენტებით ვსაუბრობ. თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს, მივაწვდით ამ ინფორმაციას, მათ საჯარო განცხადებებს და მათ მიერვე ხელმოწერილ რეზოლუციას, რაც არის სირცხვილი. საერთოდ გასაკვირია, რომ კიდევ გამოფენილი გაქვთ ეს („თავისუფლება მიშას“) დროშა და კიდევ მესაუბრებით ყოფილ მთავარსარდალზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა. კიდევ მაგაზე საუბრობთ, რადგან სხვა სალაპარაკო აღარაფერი გაქვთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ