იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ლევან ბეჟაშვილს მიმართა:
„მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვა ვერ მოგიფიქრებიათ. მე მომავალზე ვლაპარაკობ ზუსტად და აქ რომ ყოფილიყავით დარბაზში და მოგესმინათ, სწორედ მომავალზე ვისაუბრე. ისიც მოვისმინე, განცხადება გაგიკეთებიათ – იუსტიციის მინისტრთან კითხვები გვაქვსო, და საკმაოდ გაბრაზებული სახით აკეთებდით ამ განცხადებებს... ახლა მე გკითხავთ – სად იყავით, როდესაც კითხვის დასმის დრო იყო, მარტო ტელევიზიასთან რომ შეგიძლიათ საუბარი. სად იყავით? დარბაზში არ იყავით?!“