მოვუწოდებთ ყველას, არ გამოიყენონ ადამიანის ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება #2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის თვითდაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ტვ "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 

მინისტრის განმარტებით,  დეზინფორმაცია დაუშვებელია, მავნეა და საზოგადოებრივი განწყობის მოსაწამლად გამოიყენება.

"დეზინფორმაცია დაუშვებელია, მავნეა და საზოგადოებრივი განწყობის მოსაწამლად გამოიყენება.

სამწუხაროა, რომ ასეთი სათაურები მიზანმიმართულად გამოიყენება ერთ-ერთი არხის მიერ იმისთვის რომ საზოგადოება შეგნებულად შეიყვანონ შეცდომაში და დააჯერონ მოსახლეობა, რომ ციხეში პატიმრებს სცემენ.( იხ. სურათი N 1)

საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით გავავრცელეთ რეალური ინფორმაცია სამწუხარო ფაქტის შესახებ.(იხ. სურათი N 2)პატიმარს, რომელმაც სამწუხაროდ თავი დაიზიანა, ვუსურვებთ ჯანმრთელობას.

მოვუწოდებთ ყველას, არ გამოიყენონ ადამიანის ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან

.P.s წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში 2012 წელს ჩაბარდა წარსულს საქართველოზე მოძალადეებთან ერთად" - წერს რატი ბრეგაძე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.