ხატია დეკანოიძე და გიგი უგულავა ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები არიან, მათი მოქმედებები შესაბამისობაშია ბოლშევიკების სტილთან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის გადაღებვის ფაქტს შესაბამისი ორგანოები გამოიკვლევენ.
„როგორც ვიცით, ისინი არიან ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მოქმედებების სტილი შესაბამისობაში არის იმ სტილთან, რომელიც ჰქონდათ ბოლშევიკებს. მათი მხრიდან ეს არახალია. რაც შეეხება კონკრეტულ სამართალდარღვევას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გამოიკვლევენ ამ ფაქტს და ყველა თანაბრად, სამართლიანად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.