საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული დედაქალაქებისგან ძლიერ რეაქციას ელოდება.
"#საქართველო პროტესტი
დილის 6:30 ტფილისის ცენტრში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და რეპრესიები. სამიზნეები არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან."- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
6.30 am protests and repression still ongoing in central Tbilissi. targeted are journalists and political leaders. I expect a strong reaction from european capitals.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 29, 2024
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, რუსთველი გამზირზე, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.
ტერიტორიაზე დემონსტრანტები აღარ იმყოფებიან, თუმცა საპოლიციო დანაყოფების ნაწილი ადგილზე რჩებიან.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები და შსს-ს თანამშრომლები.
შეგახსენებთ, შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
მანამდე კი შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადა ნათქვამი იყო აქცია გასცდა მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, დაემორჩილეთ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ". რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.