საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კუბისთვის არაფერს წარმოადგენს.
"ქვეყანა მზად არის. ჩვენ შიშის გარეშე გავაგრძელებთ, გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევითა და საკუთარი ნიჭით, წინსვლა შეგვიძლია", - განაცხადა დიას-კანელმა.
მანვე დასძინა, რომ კუბა აშშ-სთან მზად არის "თანაბარ პირობებში" მოლაპარაკებებისთვის.
"ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ აშშ-ის ხალხის წინააღმდეგ არაფერი გვაქვს და თანაბარ პირობებში აშშ-ის მთავრობასთან დიალოგისთვის მზად ვართ. ვალდებულებების დაკისრების გარეშე, პატივისცემითა და სხვა არაფრით, რაც ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე გავლენას მოახდენს", - აღნიშნა კუბის პრეზიდენტმა.