ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ". რის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საგანგებო რეჟიმში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრი დასრულების შემდეგ ელჩებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო რამდენიმე თვეა, თუ მეტი არა ევროპიდან რუსეთისკენ, ყველა, ვისაც ჰქონდა ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს, დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი, საკუთარ ხალს, საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, ჩვენ მომავალს და ჩვენი ქვეყნის მომავალს
მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათაც ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასება.
აღარაფერია დასამტკიცებელი, ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია, თუ ვინმე ვერ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც... პუტინმა რამდენი წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართა და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს არის მტკიცებულება თუ რაც ხდება.
მათ (დიპკორპუსს) მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში - ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით.
დღეს, ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. მე ვიქნები თქვენთან ერთად და ამათთან ერთად რამდენადაც იქნებიან ერთიანი. მიიღებენ ერთად კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს უცებ გახდნენ ერთი პარტია. ღმერთმა გვაშოროს ამისგან. აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა და ამას ჩამოვშორდებით საბოლოოდ, მაგრამ გვჭირდება გონივრული და კოორდინირებული მოქმედებები.
ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები, პრეზიდენტი ბოლომდე... მე ვარ ერთადერთი დღეს ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის. მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.