მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინდივიდუალური შემთხვევა საქართველოს ევროპულ მომავალს არ განსაზღვრავს.
როგორც Bloomberg-ი წერს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, კომენტარს არ აკეთებს თავის გეგმებზე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ „ინდივიდუალური შემთხვევა ჩვენს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს“.