საქართველოს პრეზიდენტი ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
"მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და უნდა ყველას გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა, თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია.
ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია.
მეცოდებიან ყველა ის პარლამენტარები, რომლებიც დღეს იჯდნენ გაყინული სახეებით, რამე თუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. რამე თუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით , თუ რამოდენიმე კვირით, რა ვიცი, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ არც ერთს არანაირი უფლება არ გააჩნია.
"მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმების თუ დაჩოქების, სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს" ამბობს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში." განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში,
ცნობისთვის, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.