არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მონაწილეობა მივიღე მოლდოვას რესპუბლიკაში ორგანიზებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაში. აღნიშნული სამიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან გამართულ დისკუსიებში. არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.