მქონდა პატივი, სიტყვით გამოვსულიყავი დუბაიში კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართული 28-ე კონფერენციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ ტვიტერში“ წერს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას.
„ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის საკითხს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი, - აღნიშნავს პრემიერი.
Honored to address #COP28 in Dubai. Through prioritizing climate adaptation, developing renewable energy and energy efficiency projects and eco-friendly initiatives, 🇬🇪 will continue to contribute to global efforts in ensuring climate resilience and sustainable future. pic.twitter.com/dotwd7zj1d
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 2, 2023