მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს. სწორედ, მათი დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფომ პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა „მაიდნის“ მორიგ მცდელობას, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. სწორედ, ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგვცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების საშუალება და რაც მთავარია ასეთი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციის საშუალება. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს მათი ჯანსაღი რეაქციისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.