რეალურად, „ნაცმაიდანი“ უკვე ჩავარდნილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია.

„მათ აქვთ გარკვეული რესურსი, ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური რესურსი, რომელიც იქმნებოდა უცხოური დაფინანსებით და პრაქტიკულად ეს რესურსი უკვე მაქსიმალურად გამოფინეს გარეთ. ამის იქით მათ დიდი რესურსი რეალურად აღარ აქვთ, შესაბამისად, „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც იყო წინა ოთხი „ნაცმაიდნის“ მცდელობა. აქედან გამომდინარე, მათ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.