ვფიქრობ, ევროკავშირს ახლა მეტად სჭირდება გაფართოება, ვიდრე კანდიდატ ქვეყნებს ან კანდიდატობის კანდიდატებს მასში გაწევრიანება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გიორგი გვიმრაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

სიიარტოს თქმით, ევროკავშირი არის ცუდ მდგომარეობაში და ის უნდა გახდეს უკეთესი, უფრო ძლიერი სხვა ქვეყნების ინტეგრირებით.

„მჯერა, რომ რაც მეტი ვართ, მით უფრო ძლიერები ვართ. შეიძლება, ეს არაა დიპლომატიის ისტორიაში ყველაზე დახვეწილი პასუხი, მაგრამ ეს ნათელია. ევროკავშირი არის ცუდ მდგომარეობაში, ის უნდა გახდეს უკეთესი, ევროკავშირი უნდა გახდეს უფრო ძლიერი. როგორ უნდა გაძლიერდე? სხვების ინტეგრირებით. ვფიქრობ, ევროკავშირს ახლა მეტად სჭირდება გაფართოება, ვიდრე კანდიდატ ქვეყნებს ან კანდიდატობის კანდიდატებს მასში გაწევრიანება“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.