პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშშ-ში მოქმედი FARA-ს პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანი. პროექტის ინიცირებისას პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ქართულენოვანი თარგმანი სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს და პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა.
მმართველ გუნდის წევრები კანონის აუცილებლობას განმარტავენ. მათი განცხადებით , „ფარა”იძლევა საშუალებას დაფინანსებები გამოყენებულ იყოს გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მათივე თქმით, განხილვისას კანონი ქართულ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო სივრცესთან იქნება შესაბამისობაში მოყვანილი.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" ინიციატორები "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატები არიან.